Friday, November 30, 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეშვიდე დღეს განვიხილეთ მეექვსე მოდული:დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის,შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების შესახებ.ვნახეთ პრეზენტაცია მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ.ვისაუბრეთ რას ნიშნავს თვითრეგულაცია და ვისაუბრეთ როგორ შეიძლება ჩამოვაყალიბოთ მოსწავლეები თვითრეგულირებად მსწავლელებად.ინტელის viewer- ნაწილიდან დავათვალიერეთ და ავირჩიეთ მოსწავლეთა მხარდაჯერის პროექტები,აქედან შევქმენით სსსმ მოსწავლისთვის განკუთვნილი ფორმა და შევინახეთ სასწავლო პროექტის დამხმარეში.ვიმუშავეთ ბლოგზე.

Sunday, November 18, 2018

მეექვსე დღის რეფლექსია

მეექვსე დღეს ტრენინგზე გავაკეთეთ გაკვეთილის გეგმის პრეზენტაცია.გავეცანით შეფასების რუბრიკებს.ვიმუშავეთ მე-5 მოდულში და  ჩამოვტვირთეთ რუბრიკები.შევქმენით ჩვენი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა და ავტვირთეთ ბლოგზე.


პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
        1
          2
           3
     4
კვლევა
მოსწავლემ ვერ მოიძია ინფორმაცია თემის შესახებ
მოსწავლემ მოიძია ინფორმაცია,დახმარების შედეგად
მოსწავლემ მოიძია მცირე ინფორმაცია თემის შესახებ
მოსწავლემ მოიძია სრულყოფილი ინფორმაცია
განსხვავებები
მოსწავლეს არ შეუძლია განსხვავება იპოვოს მოძიებულ ინფორმაციას შორის
მოსწავლე აკეთებს განსხვავებებს,მაგრამ ვერ ასაბუთებს
მოსწავლე აკეთებს განსხვავებებს,მაგრამ არ არის სრულყოფილი მისი ინფორმაცია
მოსწავლე აკეთებს განსხვავებებს და ასაბუთებს დამაჯერებლად
პრეზენტაციის გაფორმება და დიზაინი
მოსწავლემ ვერ შეძლო პრეზენტაციის გაკეთება
მოსწავლემ გააკეთა პრეზენტაცია,მაგრამ ვერ შეძლო სურათებით გაფორმება
მოსწავლე იყენეს სურათებს ტექსტებთან ერთობლიობაში,მაგრამ არ გამოუვიდა სრულყოფილი პრეზენტაცია
მოსწავლე ძალიან კარგად იყენებს სურათებს და ტექსტებს პრეზენტაცია საინტერესო და სრულყოფილი რომ გამოვიდოს
ინფორმაციის გაცნობა აუდიტორიისათვის
მოსწავლე ვერ  წარმოადგენს თემას გასაგებად
მოსწავლე ბუნდოვნად წარმოადგენს თემას,მაგრამ არაარგუმენტირებულად
მოსწავლე წარმაოდგენს თემას გასაგებად და მაგრამ ვერ ამყარებს არგუმენტებით
მოსწავლე წარმაოდგენს თემას გასაგებად და ამყარებს არგუმენტებით

Saturday, November 17, 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

მეხუთე დღეს ტრენინგზე  ვისაუბრეთ ინფორმაციის სანდოობაზე,ინფორმაციის საავტორო უფლებებზე. შევავსე საავტორო უფლებების ტესტი. შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი პრეზენტაციის სახით, რომელიც განვათავსე ბლოგზე.

Sunday, November 11, 2018

მეორე დღის რეფლექსია

მოსწავლის ბუკლეტი
ტრნინგის მეორე დღეს 4 ნოემბერს განვიხილეთ პორტფოლიოს რუბრიკა,ვიმუშავეთ ვორდში,ვისწავლეთ სვეტების ჩასმა,ფურცლის ორიენტაციის შეცვლა.გავიხსენეთ ინფორმაციის შენახვა და გაზიარება.გავაკეთეთ მოსწავლის ბუკლეტი და ავტვირთეთ ბლოგზე

მეოთხე დღის რეფლექსია

მეოთხე დღის ტრენინგზე გავეცანი შეფასების სტრატეგიებს და გადავიტანე  ჩემი პროექტის შეფასების გეგმაში.ვიმუშავე ბლოგზე.დავამატე ბლოგზე ფურცლები.ჩემს მიერ დამზადებული ბუკლეტი ავტვირთე  დრაივზე და გამოვაქვეყნე ბლოგზე.

Saturday, November 10, 2018

მესამე დღის რეფლექსია

შევედით ncp.ge საიტზე.გავეცანით ეროვნულ სასწავლო გეგმას.ავარჩიეთ ჩვენთვის საჭირო სტანდარტები და სტანდარტებიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბეთ მიზნები.აგრეთვე გავეცანით მიმართულების მიმცემ შეკითხვებს და შევასრულეთ წყვილებში პრაქტიკული სამუშაო.ვიმუშავეთ და ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტისთვის შესაფერისი შეკითხვები.
ზოგადი კითხვა
როგორ შეიძლება შევცვალოთ სამყარო?

თემატური კითხვები
რა გავლენას ახდენს კომპიუტერი ადამიანის ცხოვრებაში?
შინაარსობრივი კითხვები
რა არის კომპიუტერი?
რა არის ბრაუზერი?
თქვენთვის საუკეთესო ბრაუზერი?
რატომ არის საუკეთესო თქვენთვის დასახელებული ბრაუზერი?
რისთვის არის საჭირო ბრაუზერები?

Saturday, November 3, 2018

პირველი დღის რეფლექსია

განვიხილეთ ტრენინგის კურსის მიზანი და სამუშაო გარემო,შევედით ინტელის ვიუვერში და დავათვალიერეთ მისი გარემო,შინაარსი,რესურსები.განვიხილეთ სანიმუშო პროექტი და ვიმსჯელეთ მის შესახებ.შევქმენით ჩვენი სამუშაო საქაღალდეები სამუშაო მაგიდაზე,რომელთაგან კურსის რესურსებში ჩამოვტვირთეთ რამდენიმე ფაილი,შევქმენით ბლოგი,რომლის მისამართი გავუზიარეთ ტრენერს.

https://drive.google.com/file/d/1a5bBnhtnI22Qgfuv05UZfiH3_84_MBtV/view?usp=sharing