Sunday, December 2, 2018

მეცხრე დღის რეფლექსია

მეცხრე დღეს დავასრულე ტრენინგი. გავიარე ტრენინგის სრული კურსი .მთლიანად ტრენინგი ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი იყო. შესწავლილი პროგრამები და პროექტებით სწავლება ძალიან დამეხმარება ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში.
მოვისმინეთ ჯგუფის წევრების პროექტების ზოგადი მიმოხილვა, თითოეული პროექტის თემა იყო  ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანი . პრეზენტაციის შემდეგ ერთმანეთს მივეცით უკუკავშირი.
   დავამუშავე გეგმა, გავითვალისწინე როგორც კოლეგების ასევე ტრენერის რჩევები და ავტვირთე ბლოგზე. გავაკეთეთ ბლოგზე გაჯეტები.
 უღრმესი   მადლობა  ჩვენს ტრენერს-ინგა კახიანს,საუკეთესო ტრენინგის ჩატარებისთვის. 

Saturday, December 1, 2018

მერვე დღის რეფლექსია

მერვე დღის ტრენინგზე გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს,ავარჩიეთ ერთ-ერთი ნიმუში ჩემი  პროექტის ფასილიტაციის ინსტრუმენტად,დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე და პრეზენტაციაზე მუშაობა,დეტალურად გავწერეთ პროცედურები.აგრეთვე დავამზადეთ პადლეტი 
Made with Padlet

https://drive.google.com/file/d/1a5bBnhtnI22Qgfuv05UZfiH3_84_MBtV/view?usp=sharing